„სამეფო კარის თამაშების“ ფანებს სექსისა და სიყვარულის სურვილი უფრო გამძაფრებული აქვთ

„სამეფო კარის თამაშების“ ფანებს სექსისა და სიყვარულის სურვილი უფრო გამძაფრებული აქვთ

„სამეფო კარის თამაშებს“ მთელ მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. HBO-ს ამ ნაწარმოებმა ბევრი ეპიზოდით დაგვამახსოვრა თავი. მათ შორის, რეალობასთან მიახლოებული ომის სცენებით, თეთრი მოხეტიალეებით, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონებით, მამაცი მეომრებით და რა თქმა უნდა, სექსის სცენებით.

„სამეფო კარის თამაშების“ ფანებმა იციან, რომ სერიალში უამრავი სექსის სცენაა და ასევე, ისეთი სცენებიც მრავლადაა, სადაც ადამიანები შიშვლები ჩანან. როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, სერიალი ადამიანებს უბიძგებს, რომ უფრო ხშირად დაკავდნენ სექსით.

კვლევის მიხედვით, GOT-ის გულშემატკივარი მარტოხელა ადამიანების 61%-ს უფრო მეტი სურვილი აქვთ სექსის და 81%-ს პაემანზე წასვლის სურვილი უმძაფრდება. კვლევაში ჩართული იყო 5000 მარტოხელა ადამიანი, რომელთა ნაწილიც „სამეფო კარი თამაშების“ ფანი გახლდათ.

მკვლევარებმა შეისწავლეს მათი ცხოვრების სტილი, დამოკიდებულება სექსისა და სასიყვარულო ურთიერთობებისადმი. კვლევამ აჩვენა, რომ GOT-ის მაყურებლები უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულები სექსით და სიყვარულის პოვნით.

ასევე კვლევამ აჩვენა, რომ GOT-ის ფანები არიან უფრო ჭკვიანები, უფრო განათლებულები და სხვებთან შედარებით აქვთ უფრო მეტი შემოსავალი. კვლევაში ჩართული სამეფო კარის თამაშების მაყურებელთა 42%-ს მოსწონს ზამთარი და თხილამურებით სრიალი, რაც მკვლევართათვის სიურპრიზი არ ყოფილა.