ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა(VIDEO)

ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა(VIDEO)

ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა. კაპრალი მინდია აბაშიძე ცხელ წერტილში სამშვიდობი მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებას ემსხვერპლა. 23 წლის აბაშიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. ავღანეთში კი პირველად 2010 წელს გამეგზავრა. იყო სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური. ის ცხელ წერტილში დაღუპული უკვე მე-18 ქართველი სამხედროა.