ვინ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი?(VIDEO)

ვინ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი?(VIDEO)

ვინ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი-კანდიდატურების შერჩევა გრძელდება. უკვე გამოიკვეთა რამდენიმე გვარი- გაზეთ რეზონანსის მიხედვით, ტელევიზიის გენერალური დირექტორის პოსტზე მედია-ექსპერტები-ია ანთაძე და ზვიად ქორიძე, ასევე რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და მედია-კავშირ ობიექტივის ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი განიხილებიან.

თუმცა თავად ჭანტურია, გავრცელებული ცნობით, გადადგომას არ აპირებს. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, პირველი არხის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი რამდენიმე ფაქტორი შეიძლება გახდეს-ვადის ამოწურვა, პირადი განცხადება, სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ან სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული უნდობლობა. უკანასკნელი შემთხევის დროსაც გარკვეული წესებია-დირექტორის გადაყენებას საბჭოს ორი მესამედის თანხმობაა საჭირო.