გიგა ბოკერიას მეუღლე შესაძლოა ტელე-კომპანია ,,საქართველოს" მფლობელი გახდეს. კომუნიკაციებსი მარეგულირებელი კომისია დღეს იმსჯელებს, გადასცემს თუ არა ტელევიზიის ლიცენზიას სამოქალაქო განვითარების ფონდს, რომლის ხელმძღვანელი თამარ ჩაერგოლეიშვილია. ამ ინფორმაციას სააგენტო პირველი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მარეგულირებელ კომისიაში ადასტურებენ, რომ სამოქალაქო განვითარების ფონდიდან წერილი მიიღეს, სადაც ავტორები ტელევიზიის სამი სიხშირული ლიცენზიის გადაცემას მოითხოვენ. სააგენტოსტან საუბრისას ჩერგოლეიშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ ამ თემაზე განმარტებები მომდევნო კვირას გაკეთდება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფონდს სწორედ ბოკერიას მეუღლე ხელმძღვანელობს. სხდომა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში 16 საათზეა დანიშნული.