დალი ჩიტალაძე მოდის კვირეულზე გაანაწყენეს - რა მოხდა ჩვენებაზე

დალი ჩიტალაძე მოდის კვირეულზე გაანაწყენეს - რა მოხდა ჩვენებაზე

თბილისი მასპინძლობს მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს, რომელშიც უამრავი ქართველი დიზაინერი მონაწილეობს.

ღონისძიება 2 მაისს გაიხსნა და 6 მაისს დაიხურება. მოდის კვირეულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ბაიერები და მოდური გამოცემების ჟურნალისტები ესწრებიან.

მოდის კვირეულზე მათ განსაკუთრებულ პირობებში ამყოფებენ, რასაც ვერ ვიტყვით ქართველ ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე.

გლამურული წვეულებები და მით უმეტეს მოდის კვირეული წარმოუდგენელია ქართველი მოდის ბლოგერის, დალი ჩიტალაძის გარეშე. ის წლებია, ამ საქმეს ემსახურება და ნებისმიერი ღონისძიების საპატიო სტუმარია, თუმცა, ქართველი დიზაინერების მიერ ქართული მედიისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტი დალის მიმართაც დაფიქსირდა.

დალი ჩიტალაძემ ინსტაგრამზე სთორი გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ მან გიორგი ქებურიას ჩვენება დატოვა.

როგორც გაირკვა, დალი ჩიტალაძისთვის ქებურიას ჩვენებაზე დასაჯდომი ადგილი არ აღმოჩნდა, რის გამოც გლამურული მანდილოსანი განაწყენდა და ჩვენება დატოვა.