"ყველაფერი ერთი უწყინარი მესიჯით დაიწყო..."

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯერ არ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლან და და­ნიშ­ნუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც არა­ფე­რია, მაგ­რამ ნიშ­ნო­ბამ­დე, რომ­ლის ფოტო თა­ვად სა­პა­ტარ­ძლომ სა­კუ­თარ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­ავ­რცე­ლა, ინ­ტერ­ნეტ­სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ო­ცა, რად­გან მა­ნამ­დე მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სად გა­უ­ჟო­ნავს...

თუ რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძი­სა და მის სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ამა­ზე თა­ვად ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე ასე პა­სუ­ხობს:

"ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მა­ნამ­დე ყურ­მოკ­ვრი­თაც არა­ვის არ სმე­ნია ჩვენ­ზე არა­ფე­რი. შე­ნიღბვა კარ­გად მო­ვა­ხერ­ხეთ... სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ და ძა­ლი­ან ვუხ­დე­ბით, ხში­რად გვწე­რენ კი­დე­ვაც. ეს პი­რა­დად ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა" - გვე­უბ­ნე­ბა ნოე.

ჯა­ნე­ტი კი გვიყ­ვე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ერთი უწყი­ნა­რი მე­სი­ჯით და­ი­წყო.