"საერთოდ არ იქნება ჩემი ფეხი თქვენთან" - გაბრაზებული ია ფარულავა სკანდალურ მიმართვას ავრცელებს

მსახიობი ია ფარულავა თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული კაფეს მენეჯმენტმა გააბრაზა. მსახიობის გაღიზიანების მიზეზი შემდეგი ფაქტი გახდა.

ორი დღის წინ, მას პრესტიჟულ კაფეში ბარათი დარჩა, რომელსაც დიდი ხანი ეძებდა და მხოლოდ დღეს დაიბრუნა. გაბრაზებულმა მსახიობმა ინსტაგრამზე სთორი დადო, სადაც მენეჯმენტს მკაცრად უსაყვედურა და განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად, აღნიშნულ კაფეს არასოდეს ესტუმრება.

"მილიონებია აქ ჩაყრილი და თურმე თუ დაგრჩება ბარათი, არ უნდა გაგაგებინონ და ფრონტ დესკს გადასცენ. მოვედი და პირადობის გარეშე არ მიბრუნებენ. ჩემს ერთი ბეწო, 15 ნომრიან  სასტუმროში, რაღაც როცა იკარგება, ვურეკავთ ბარათის მფლობელს, ვრეკავთ ბანკში და ვატყობინებთ, რომ ბარათი დაიკარგა.

ჩემი ტელეფონის ნომერი ყველამ იცის. დიდი მადლობა, რომ დილიდან ამშალეთ და ორი დღე რომ ბარათს ვეძებდი. საერთოდ არ იქნება ჩემი ფეხი თქვენთან. ვიცი, რომ თქვენ ამით, საერთოდ არაფერი დაგაკდლებათ, მაგრამ მე მიხარია თქვენი წარმატებები, უბრალოდ მე ვარ, ძაან მოშლილი. ორი დღეა ბარათს ვეძებ" - ამბობს მსახიობი სთორიში.