ირაკლი კობახიძე ქორწილისთვის ემზადება: რას საქმიანობს და რომელ პოლიტიკოსზე ქორწინდება პარლამენტის თავმჯდომარის და

ირაკლი კობახიძე ქორწილისთვის ემზადება: რას საქმიანობს და რომელ პოლიტიკოსზე ქორწინდება პარლამენტის თავმჯდომარის და

ცნობილი ადამიანების ოჯახის წევრები მუდმივად არიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში. საზოგადოებაში აქტიურად გამოჩენას ყველაზე მეტად პოლიტიკოსების ოჯახის წევრები ერიდებიან, თუმცა არც მათ შესახებ იმალება რამე.

ჩვენი ყურადღება ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დამ ქეთევან კობახიძემ მიიპყრო.

ქეთევან კობახიძე 34 წლის არის და პროფესიით ჟურნალისტია. მან თსუ-ს ტელერადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა რამდენიმე წლის წინ, საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა და ხატვა დაიწყო.

ქეთევან კობახიძის გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება და საკმაოდ წარმატებული მხატვარია.

ანონიმურმა წყარომ გვაცნობა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის და შეყვარებულია და დაოჯახებას მალე გეგმავს.

ჩვენი წყაროს ცნობით, ქეთევან კობახიძის რჩეული პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი დავით ფაცაციაა.

დავით ფაცაცია საზოგადოებამ პირველად რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა მარჯანიშვილზე პრესტიჟული რესტორნიდან გამოსულ მიხეილ სააკაშვილს, პროტესტის ნიშნად შოკოლადი ესროლა.

დავით ფაცაცია სააკაშვილის რეჟიმს წლების მანძილზე ებრძოდა და პირველი იყო, რომელმაც საქართველო რუსებისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაში ამხილა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, ის გარკვეული დროით პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გახლდათ.

დავით ფაცაცია იცავდა დევნილების უფლებებსაც, 2012 წელს წინასაარჩევნოდ ის იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი შსს-ს მაღალჩინოსნებმა დააკავეს და მცირე ხნით პატიმრობა მიესაჯა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის ერთ-ერთი პირველი იყო ვინც პარტია დატოვა და თამაზ მეჭიაურის შექმნილ პარტიას შეუერთდა.

რაც შეეხება მისი და ქეთევან კობახიძის სიყვარულის ისტორიას, ის რამდენიმე თვის წინ დაიწყო და როგორც ამბობენ გრძნობები სერიოზულია.

დავით ფაცაციამ მომავალ მეუღლეს 15 აპრილს - ქართული სიყვარულის დღეს სიურპრიზი მოუწყო და სადარბაზოში გულების ფორმებით გაფორმებული ფეიერვერკი მოუწყო.

ჩვენმა წყარომ ასევე გვითხრა ისიც, რომ წყვილი ერთ თვეში ოფიციალურად შექმნის ოჯახს.