"მის ურუგვაის" ტიტულის მფლობელი სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვეს

მექსიკის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ტრაგედია დატრიალდა. ABC-ის ცნობით, სასტუმროში ახალგაზრდა მოდელი ფატიმა დავილა გარდაცვლილი იპოვეს.

ფატიმა დავილა 2006 წლის "მის ურუგვაის" ტიტულის მფლობელია. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარი სააბაზანოში აღმოაჩინეს.

წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. ფატიმა დავოლი მექსიკაში სამსახურის დასაწყებად აპრილში ჩავიდა.