კიდევ ერთი გაყიდული ტელევიზია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელში რამდენიმე თვის წინ აღმოჩნდა, თუმცა ფაქტი ოფიციალურად დღეს დაადასტურეს.
ახალი მფლობელები: ბიზნესმენები ჯემალ ვერძაძე და ლევან ქარდავა, ეს უკანასკნელი ნაციონალების წალენჯიხის მაჟორირატობის კანდიდატია. გარიგების ფასი არ ხმაურდება.
თუმცა ცნობილია ტელევიზიის ყოფილი მფლობელებისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შესახებ, რომელიც ერთ დღეს და ერთ საათში გადაუფორმეს 25-ე არხის მეპატრონეების ახლო ნათესავებს. საუბარია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 მილიონი დოლარის ღირებულების ფართებზე.
ტელევიზიის გაყიდვისა და ჟურნალისტების პროტესტის გამო დღეს მთელი დღის განმავლობაში 25- ე არხზე არ გასულა არცერთი საინფორმაციო გამოშვება.