ჟენევაში მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდი იხსნება. კონსულტაციებს პირველად დაესწრებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები-რეინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი და კონფლიქტოლოგი გია ვოლსკი. მომავალი მინისტრისთვის ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იქნება, სადაც მოლაპარაკებათა ფორმატს გაეცნობა. უკვე ცნობილია, რომ შვეიცარიასი დაგეგმილი მორიგი რაუნდის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ძალის გამოუყენებლობა და შესაბამის დოკუმენტზე მუშაობის დაწყებაა. მოქმედ მთავრობას კონსულტაციებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე წარმოადგენს.