"ბევრი სათქმელი დამიგროვდა" - სად იწყებს მუშაობას მაკა ჩიჩუა

"მესამეზე“ გავრცელებული ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ ყოფილი პირველი ლედი მალე ტელეწამყვანი გახდება.

“მე სათქმელი მართლაც, რომ ბევრი დამიგროვდა. გადავწყვიტე, ამ თემებზე მესამეზე ვისაუბრო”, - ასე მიმართავს მაკა ჩიჩუა მაყურებელს.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორი ფორმატისა და ჟანრის გადაცემას წაიყვანს ყოფილი პირველი ლედი.

შეგახსენებთ, მაკა ჩიჩუას ტელევიზიაში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.