ვაკანტური სამინისტროების ხელმძღვანელების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება მალე შეიტყობს, თუ ვინ დაიკავებს მინისტრების ვაკანტურ პოსტებს. ამასთან ზურაბ აბაშიძემ არ დაადასტურა გავრცელებული ვერსიები, ლაშა ჟვანიას, გიორგი გაჩეჩილაძისა და ირაკლი მანაგაძის მინისტრად დანიშვნის შესახებ.
ზურაბ აბაშიძე მერიასთან უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნასაც გამოემხმაურა. ზურაბ აბაშიძემ კოალიციის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჟენევიდან პაატა ზაქარეიშვილისა და გია ვოლსკის დაბრუნების შემდეგ, გადაწყდება, თუ რა ფორმატით გაგრძელდება მომავალში მოლაპარაკებების რაუნდები. მისივე თქმით, მთავრობისა და პარლამენტის დამტკიცების შემდეგ კონფლიქტების მოგვარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
ამასთან, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საკრებულოში გამოთავისუფლებულ ადგილებს პარტიული სიის მომდევნო კანდიდატები დაიკავებენ.