ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ რაჭისუბნის გზაზე დღეს დილით ქართული ოცნების აქტივისტი ლევან ხუციძე საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მთელი ღამის განმავლობაში საეჭვოდ გაჩერებული ავტომობილი პირველად მექანიზაციის ცეტრის „დე-ვე პლიუსის" დარაჯმა ჟორა კობიაშვილმა შენიშნა. სწორედ მან აღმოაჩინა მანქანაში ხუციძის ცხედარი. კობიაშვილმა ფაქტის შესახებ ბოლნისის პოლიციას აცნობა. წინასწარი დათვალიერების შემდეგ ცხედარი ექსპერტიზისთვის რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს. ლევან ხუციძე ბოლნისის საავადმყოფოში ანესთეზიოლოგად მუშაობდა.