კონკურენციის სააგენტო ელიტურ კორუფციასთან საბრძოლველად - ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომლესაც ახალი პარლამენტი შეკრების შემდეგ განიხილავს. საუბარია კანონის შემოღებაზე თავისუფალი კონკურენციის შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ გაავრცელა. ხმალაძის თქმით, კანონპროექტი საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ მოამზადა და პარლამენტი მუშაობის დაწყებისთანავე შეუდგება მის განხილვას. კანონის მიღების შემდეგ კი შეიქმნება თავისუფალი კონკურენციის სააგენტო.