ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კვლევითი ცენტრის, Pew Research Centre-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მიტ რომნის წინასაარჩევნო რეიტინგი ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე ბარაქ ობამასი.
რომნის რეიტინგის მკვეთრი ზრდა, საზოგადოების აზრით, წინასაარჩევნო დებატებში მისმა დამაჯერებელმა გამოსვლამ განაპირობა.
ერთი თვის წინ, რომნი ობამას მთელი 9 პროცენტით ჩამორჩებოდა, ახლა კი ძალთა შეფარდება შეიცვალა - რომნის 49 პროცენტი აქვს, ობამას კი 46.
"გამოკითხულთა აზრით, რომნი წარმოადგენს კანდიდატს, რომელსაც აქვს ახალი იდეები და შეუძლია ობამაზე უკეთესად გაართვას თავი დასაქმებისა და ბიუჯეტის დეფიციტის საკითხებს", - ნათქვამია Pew Research Centre -ის ოფიციალურ განცხადებაში.