დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით

იცით თქვენი სისხლის ჯგუფი? თუკი იცით, მაშინ გეტყვით, რომ მისი მეშვეობით შეძლებთ მარტივად დაკლებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ეს დიეტები შემუშავებულია ცნობილი ნატუროპათის - პიტერ ო’ადამის მიერ. მისი გათვლებით, სისხლის ჯგუფი მნიშვნელოვანი გენეტიკური ფაქტორია, რომელიც ჯანმრთელობის ბევრ კომპონენტზეა პასუხისმგებელი.

მაშ ასე, პირველი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის სასარგებლოა:

მოერიდეთ ნახშირწყლებსა და მარცვლეულებს (მათ ყველაზე მეტი სიმჟავე გააჩნიათ და შესაბამისად, მუცლის ტკივილს ხშირად იწვევს);

დაკავდით სხვადასხვა ვარჯიშით, რომელიც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვებისა და კუნთოვანი „კორსეტისთვის“, მაგალითად, როგორიცაა სირბილი.

მეორე სისხლის ჯგუფისთვის სასარგებლოა:

ვეგეტარიანული დიეტა;

სუფთა, ახალი ორგანული საკვები;

იოგა, ტაი-ძი და მედიტაცია სტრესის მოსახსნელად.

მესამე სისხლის ჯგუფისთვის:

მოერიდეთ სიმინდს, ტომატს, არაქისს, შირბახტს, რომელიც წონაში მომატებაზე აისახება თქვენს შემთხვევაში;

მიირთვით ძროხის, კურდღლის ხორცი, მწვანე პროდუქტები და კვერცხი;

ითამაშეთ ჩოგბურთი, ისეირნეთ ველოსიპედით, იარეთ ფეხით.

მეოთხე სისხლის ჯგუფისთვის:

მოერიდეთ ალკოჰოლსა და კოფეინს, განსაკუთრებით, სტრესის დროს;

მიირთვით ტოფუ, ზღვის პროდუქტები და მწვანე ხილი;

მოერიდეთ გრილზე შემწვარ ხორცს;

მიირთვით ცოტა და ხშირად;

მოახდინეთ მშვიდი და ინტენსიური ვარჯიშების კომბინირება: სირბილს დამატებული იოგა, ველოსიპედი+ტან-ძი.