5 ნივთი, რომელთა გადაგდებასაც წარუმატებლობა მოაქვს

5 ნივთი, რომელთა გადაგდებასაც წარუმატებლობა მოაქვს

არასასურველ ნივთებს, რომლებსაც არ ვიყენებთ ან ვთვლით, რომ ზედმეტია და ტყუილად იკავებს ადგილს როგორც ჩვენს სახლში, ასევე ცხოვრებაში ვცდილობთ გავთავისუფლდეთ და სხვა ადგილი მივუჩინოთ ჩვენგან ძალიან შორს. შესაძლოა არასასურველი ნივთებისგან გათავისუფლება შვებას გვგვრიდეს, მაგრამ არსებობს ისეთი ნივთები, რომელთა გადაყრაც სასტიკად აკრძალულია.

საათი

ითვლება, რომ საათი, რომელიც მუშაობს გადაგდება არ შეიძლება, რადგან დროის ფუჭად გადაყრასთან ასოცირდება. საათი, რომელიც სახლში გქონდათ დიდი ხნის განმავლობაში, მფლობელის ენერგიითაა გაჯერებული. იმ შემთხვევაში თუ თქვენი საათი გაფუჭდა ის პატარ-პატარა ნაწილებად უნდა დაშალოთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადააგდოთ.

საფულე

საფულე არის ნივთი, რომელიც გაჟღენთილია ფულის ენერგიით. სწორედ ამიტომ სანამ საფულეს ახლით შევცვლით პატარა რიტუალი უნდა ჩავატროთ. ახალი საფულე ძველთან ერთად უნდა ვატაროთ ჩანთით, შემდეგ კი სახლში დავტოვოთ ერთი კვირის განმავლობაში. ასე ახალი საფულე მიიზიდავს ძველი საფულის ენერგიას და ფინანსურად ყველაფერი კარგად იქნება.

ფოტოები

რამდენი დროც არ უნდა გავიდეს ფოტოები ინარჩუნებს იმ ადამიანის ენერგიას, რომელიც მასზეა გამოსახული. თუ ისინი თქვენთვის ცუდ მოგონებებთან ასოცირდება უმჯობესია, რომ დაწვათ.

პური

ზოგადად, საჭმლის გადაყრა არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ   პურის გადაგდება განსაკუთრებით არ შეიძლება. იმ შემთხვევასი თუ პური დაძველდა და საჭმელად ვარგისი არ არის, უმჯობესია გადაგდების მაგივრად ისეთ ადგილას დავდოთ, სადაც ფრინველები ადვილად მიაგნებენ. ეს არის ოჯახური ბედნიერების სიმბოლო.

ხატები

ყველასთვის ცნობილია, რომ იმ ნივთების გადაყრა, რომლებიც რელიგიასთანაა კავშირში არ შეიძლება. თუ შენ არ გჭირდება ამ შემთხვევაში უმჯობესია ეკლესიაში მიიტანოთ და იქ დატოვოთ.