თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზუგდიდელებს მხარდაჭერისთვის მადლობას კიდევ ერთხელ უხდის და მათი ხმების დაცვას პირდება. ალასანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წუხანდელ გადაწყვეტილებასც ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლო თავისუფალი არ არის და გაყალბებული ოლქების საქმეს გამოძიება დაადგენს. ირაკლი ალასანია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება ისტორიული ბაღის რესტავრაციას მოახდენს. ზუგდიდის მაჟორიტერობის კანდიდატი ზუგდიდელებს ყველა წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ჰპირდება.