„შესაძლოა, აზერბაიჯანში ცალკე პოლიტიკურ დაჯგუფებას, ან კლანს არ აწყობდეს დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა“

„შესაძლოა, აზერბაიჯანში ცალკე პოლიტიკურ დაჯგუფებას, ან კლანს არ აწყობდეს დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა“

აღდგომის წინა დღეებში მართლმადიდებელი მრევლის აღელვების შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, გაეხსნა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩაკეტილი პუნქტები, რომლებიც ოთხი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კომისიამ დროულად უნდა განიხილოს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, რადგან განსაკუთრებით რთულია, როცა ეს აკრძალვა ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს.

სიტუაციის განმუხტვამდე დავით გარეჯის მონასტრის ბერები აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა მას მერე ჩაკეტეს, რაც მონასტერში სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. ამის გამო ტაძარში არც ბერებს, არც მომლოცველებს არ უშვებდნენ.

არქიმანდრიტ კირიონის თქმით, რადგან სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დავით გარეჯში შეთანხმებული არ იყო აზერბაიჯანის მხარესთან, შესაძლოა, ეს სადამსჯელო რეაგირება იყო.

„შაბათს ამოსული იყო ქალბატონი პრეზიდენტი, დაათვალიერებინეს ადგილები, რომ მას თვითონ სცოდნოდა, რა ტერიტორიებზეა საუბარი და ამის გამო განაცხადა აზერბაიჯანულმა მხარემ, რომ ვინაიდან ვიზიტი არ შეგვითანხმეთ და ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით, მივმართავთ ამგვარ ზომას“.

არქიმანდრიტ კირიონს აინტერესებს, რატომ უნდა შეეთანხმებინათ ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანელებისთვის, რომელი კანონის საფუძველზე?!

„რაღაც ბილიკებს აწყობენ, რკინის კონსტრუქციებს ასობენ მიწაში... კერძო საუბრებში აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლები კეთილგანწყობილები არიან, მაგრამ ამის იქით არაფერი ხდება. ექვსი წელი გავიდა, დავდივარ, ვხვდები ყველას, პრემიერს, მინისტრებს - საგარეოს, შსს-ს, მაგრამ რეალური და ქმედითი წინსვლა არ ხდება“, - ამბობს არქიმანდრიტი კირიონი.

დავით გარეჯის ბერები მიიჩნევენ, რომ სიტუაცია 2012 წლის მაისში არსებული ვითარების მსგავსია, ოღონდ მაშინ სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ, დღეს კი მათაც არ უშვებენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიესალმება, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩაკეტილი პუნქტები გახსნა. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემა 90-იან წლებშიც იყო დავით გარეჯთან მიმართებით, ასევე, 2012 წელს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა გააცოცხლა ეს საკითხი და მოითხოვა, დაიწყოს მოლაპარაკება დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ, რადგან ეს სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. საკითხი, რომელიც 30 წლის განმავლობაში სტატიკურად იყო, საქართველოს პრობლემებს უქმნიდა, რადგან ამით საქართველოს გეოპოლიტიკური სტატუსი კნინდებოდა.

„დელიმიტაციის საკითხი ჩვენ მოგვარებული გვაქვს თურქეთთან, ისიც იმის გამო, რომ საბჭოთა პერიოდში მოგვარდა ეს პრობლემა, პოსტსაბჭოთა პერიოდში სხვა სახელმწიფოებთან არ გვაქვს ეს საკითხი მოგვარებული და ეს იწვევს სერიოზულ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს. შეთანხმება მიღწეულია 65%-ზე, 35% კი შეუთანხმებელია. საკითხი ბოლომდე უნდა მოგვარდეს, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივ ინტერესებშია. ყველა სახელმწიფოში არსებობს შიდა დაჯგუფებები, აზერბაიჯანიც არ არის გამორჩეული დემოკრატიული ქვეყანა და შესაძლოა, იქ იყოს ცალკე პოლიტიკური დაჯგუფება, ან კლანი, რომელსაც არ აწყობს ამ საკითხის გადაწყვეტა. თორემ არა მგონია, ჩვენს სტრატეგიულ მეგობარ აზერბაიჯანის სახელმწიფოს არ სურდეს ამ პრობლემის მოგვარება“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სასაზღვრო საკითხების დამოუკიდებელი ექსპერტი გელა ხუციშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, დღევანდელი იქნება, წინა, თუ მომავალი ხელისუფლება, ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს მკვეთრად გამოხატული სასაზღვრო პოლიტიკა. გელა ხუციშვილის თქმით, უამრავი საკითხი იხილება პარლამენტში, მაგრამ ერთხელ მაინც თუ მიუღიათ გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფოს სადემილიტაციო კომისიის ანგარიში მოესმინათ და წარმოდგენა ჰქონოდათ, რა ხდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე?!

„ჩვენ რამდენჯერმე დავაყენეთ ეს საკითხი, ჩატარებულიყო სახელმწიფო საზღვრის ინვენტარიზაცია და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების, ხელშეკრულებების რევიზია, მაგრამ ეს საკითხი წინა თუ ახლანდელ ხელისუფლებებს არ აინტერესებდათ, ან არ „აინტერესებდათ“ იმის გამო, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი უფლება. ახლა დავით გარეჯის პრობლემაზე ვსაუბრობთ და ამ დროს მივიწყებას მიეცა ხუჯაბის მონასტერი ლალვანის ქედზე, სადაც კონდომინიუმი ვრცელდებოდა. არ ვიცით, გადაეცა თუ არა ეს ტერიტორია სომხეთს. ლალვანის ქედი ხუჯაბის მონასტრის მიმდებარედ მდებარეობს. კონდომინიუმი ნიშნავს, როდესაც მოსახლეობა არ ცხოვრობს იქ და ორივე მხარე სარგებლობს ამ ტერიტორიით. არავინ გაამახვილა ყურადღება კვირიკაშვილის პერიოდში 6 ჰექტარი მიწის ფართობი გადაეცა თუ არა თურქეთს. იქ ლაპარაკი იყო, თითქოს მდინარე ჭოროხი გადავარდა იქითა მხარეს, მაგრამ უნდა იცოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საგარეო სფერომაც, რომ სასაზღვრო მდინარეების ადგილას მდინარე საერთოდაც რომ გაქრეს, საზღვარი მაინც უცვლელი რჩება. რას ჰქვია ჭოროხი იქით გადავიდა? ბევრი ლაფსუსია, რაც გულგატეხილობას იწვევს იმ ადამიანებში, ვინც კარგად იცის, რა არის სახელმწიფო საზღვარი და როგორ უნდა მოაუაროს მას. კონსტუტუციის თანახმად, სახელმწიფო საზღვრის მონაცვლეობის საკითხი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა“, - აცხადებს გელა ხუციშვილი.

სპეციალისტის განმარტებით, სახელმწიფო საზღვარი უნდა გაიმიჯნოს და უნდა დაესვას წერტილი გაუთავებელ გაუგებრობას, რაც საბოლოოდ კონფლიქტს იწვევს. ამას ემატება ის დემოგრაფიული და ეკონომიკური ექსპანსია, რაც უკვე მოგვიხდინეს მეზობელმა სახელმწიფოებმა და, რამაც კატასტროფის წინაშე დააყენა ჩვენი სახელმწიფო.

 

trampi არის ორი რუსეთიო-------- დემოკრატიული და რეაქციულიო

არის ორი ამერიკა დემოკრატიული შაქარი და მურაბა და მეორე ომის პარტიაო
ეხლა უკვე აზერბაიჯანიც ორი გახდაააა?/
სიქტიმ ყველა ვინც ორნაირია ...ანუ ფანდარასტი
4 წლის უკან