შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან(VIDEO)

შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან(VIDEO)

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს „ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა.  დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა  მინისტრობის კანდიდატთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. ირაკლი ღარიბაშვილმა მოქმედ მთავრობას მოუწოდა, ხელისუფლების ოფიციალურ გადაბარებამდე რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკაონ. "თუ ასეთი ნაბიჯის გადადგმა იქნება გარდაუვალი, ჩვენი გუნდის თხოვნაა, რომ იქნებ შედგეს წინასწარი კონსულტაციები მომავალი მთავრობის წევრებთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.