სამეფო სკანდალი - რომელ დაქალთან ღალატობს პრინცი უილიამი კეიტ მიდლტონს

სამეფო სკანდალი - რომელ დაქალთან ღალატობს პრინცი უილიამი კეიტ მიდლტონს

წელს სამეფო ოჯახთან დაკავშირებული დრამები არ წყდება. თავდაპირველად მეგანსა და ქეითს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე იყო საუბარი, შემდეგ ისიც დაიწერა, რომ ძმებს-ჰარისა და უილიამს შორის ურთიერთობა იძაბება, მაგრამ ახალი ჭორი იმაზე ინტენსიურია, ვიდრე მოველოდით.

უკვე რამდენიმე კვირაა ინტერნეტ სივრცეში მასიურად განიხილება პრინც უილიამისა და მისი მეუღლის, ქეით მიდლტონის ურთიერთობა. თუ წყაროებს დავუჯერებთ, ქეითის საუკეთესო მეგობარსა და უილიამს საიდუმლო რომანი აქვთ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჭორი შესაძლოა სინამდვილეც კი აღმოჩნდეს.

ეს თემა პირველად გასულ მარტს წამოიჭრა, როდესაც ჟურნალ „The Sun“-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც გვარწმუნებდა, რომ ქეითსა და მის საუკეთესო მეგობარ როუზს გარკვეული პრობლემები შეექმნათ და ურთიერთობის გაწყვეტას აპირებდნენ, მაგრამ უილიამმა ამის გამოსწორება თავის თავზე აიღო და მეგობრებს შორის სიტუაციის განეიტრალება სცადა. ამ სტატიამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა ინტერნეტ სივრცისგან და იმაზეც კი იყო საუბარი, რომ სამეფო წყვილი სტატიის ავტორის წინააღმდეგაც კი აპირებდა ჩივილს.

რამდენიმე დღეში საზოგადოება ამ ჭორსაც დაივიწყებდა, რომ არა ახალი სკანდალი იმის შესახებ, რომ პრინცი ქეითს თავის საუკეთესო მეგობართან ღალატობს და დიახ, ისევ როუზზე მაქვს საუბარი. წყაროები წერენ, რომ უილიამმა ქეითს მაშინ უღალატა, როდესაც ისინი მესამე ბავშვის დაბადებას ელოდნენ. საუბარი არის იმაზეც, რომ სამეფო წყვილმა როუზთან და მის მეუღლესთან ურთიერთობა გაწყვიტა, მიდლტონის მოთხოვნით. ამ ჭორებს გამოეხმაურა თავად სამეფო ოჯახი და გამომცემლობებს მოუწოდა, შეეწყვიტათ ცრუ ინფორმაციების გავრცელება.