პროტესტი გურიაში (VIDEO)

პროტესტი გურიაში (VIDEO)

ადგილობრივ ხელისუფლებას დაპირებას ახსენებენ გურიაშიც. ოზურგეთში ისტორიულ - არქეოლოგიური აბანოების ადგილზე ბეტონის კედლის აშენებას აპროტესტებენ. პრეტენზიებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გამოთქვამს. შეხვედრას, რომელზეც ცენტრმა საკუთარი პრპტესტი გამოხატა, ისტორიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. არქეოლოგიური აბანოების ნაშთები ოზურგეთის იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს აღმოაჩინეს, მაშინ ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებდა, რომ აბანოები ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად გადაიქცეოდა, თუმცა აღმოჩენიდან რამდნეიმე თვეა გასული და შემდგომი სამუშაოების ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია