გორის მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს. პუშკინის ქუჩის ბინადრები გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტას აპროტესტებენ. ადგილობრივთა თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოები არჩევნების დასრულებისთანავე გაჩერდა. შედეგად პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა ამ დრომდე პარალიზებულია. გორის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურმა თავადც არ იცის, რატომ შეჩერდა პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები