რატომ უნდა გადაცვალოთ ცოლი კატაში!

რატომ უნდა გადაცვალოთ ცოლი კატაში!

თუ თქვენ ხართ შემდგარი მამაკაცი, რომელსაც ყავს ცოლი, მაშინ რამდენად ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ იგი, ზოგჯერ მარტო ყოფნა მაინც გსურთ.

მეუღლე ბუზღუნებს, ყოველთვის რაღაც უნდა თქვენგან, და კიდევ დედამისი...

მოკლედ, ხადახან ყოველ მამაკაცს უნდა, ისევ მარტო ცხოვრობდეს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მყარი ოჯახის ძალიან დიდი მომხრეები ვართ, ზოგჯერ გვინდა, წარმოვიდგინოთ: რა იქნება, ცოლი რომ კატაზე გადავცვალოთ? რითაა ეს იდეა კარგი და რა სიკეთეს მოგვიტანს?

ფაქტობრივად, შეუძლებელია, კატა 50 ზომამდე გასუქდეს.

კატა არა მხოლოდ თავზე, არამედ ყველგან ფუმფულა და ფაფუკია!

კატა კოსმეტიკის გარეშეც ლამაზია.

კატა ყოველთვის გრაციოზულია, მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ ზის სავარძელში.

ნებისმიერ კატას შეუძლია კრუტუნი.

კატა ნაკლებს ჭამს.

თქვენი კატის დედას არ იცნობთ.

კატა მსუბუქია, ამიტომ კალთაში მისი ჩასმა შესაძლებელია.

ღამე კატას სძინავს ფეხებთან და არ გართმევთ საბანს.

თუ თქვენ ავად ხართ, კატა არ გაწუხებთ წამლებით, მას უბრალოდ თქვენს გვერდით სძინავს.

კატა არ წვება ბიგუდებით.

კატა არ მოსთქვამს, რომ მის ყველა კოლგოტს თვალი წაუვიდა.

თუ თქვენ მხოლოდ პელმენები გაქვთ, კატა მათ მესამე დღესაც გემრიელად მიირთმევს.

თუ თქვენ პელმენებიც არ გაქვთ, მეოთხე დღეს კატა პურს გემრიელად მიირთმევს.

კატა ყოველთვის სუფთაა და სასიამოვნო სურნელი აქვს.

სრულ სიბნელეში კატა არ ეხეთქება თეძოებით მაგიდის კუთხეებს და არ ილანძღება.

კატა არ აკაკუნებს ქუსლებით პარკეტზე მაშინ, როდესაც თქვენ თავი გტკივათ.

თუ თქვენ დაიღალეთ, კატა არ ბრაზდება და ზურგს არ გაქცევთ.

კატებს ბრჭყალების შეწევა შეუძლიათ.

კატას კეთილი სიტყვა ყოველთვის უხარია.

კატას არ აოცებს კითხვა, თუ ვისგან არის ის მაკე.

თუ კატას უეცრად გაუჩნდება კნუტები, ისინი შეგიძლიათ, მეგობრებს აჩუქოთ.

თქვენი კატის კნუტები დაბადებიდან უკვე 1 კვირაში ფუმფულა და მხიარულები არიან.

კატას არ უნდა ნაირ-ნაირი ლამაზი ნივთისა და ტანსაცმლის ყიდვა, ის ტანსაცმლის გარეშეც ლამაზია.

კატას შეუძლია მოსმენა.

კატას ყველაფერი ესმის, მაგრამ ამბობს მხოლოდ ”მიაუ” და ”მურრრრ”.

კატა არასოდეს გახვევთ საკუთარ აზრს თავზე.

თუ თქვენ არ გყავთ კატა, მისი აყვანა ადვილზე ადვილია.....