ზალიკო ბერგერი აპირებს, შვილი სუროგატ დედას გააჩენინოს -

ზალიკო ბერგერი აპირებს, შვილი სუროგატ დედას გააჩენინოს - "დედაჩემი ორ რამეზე ნერვიულობს: რომ ვსვამ და შვილი არ მყავს"

დი­ზა­ი­ნე­რი ზა­ლი­კო ბერ­გე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­სად მუ­შა­ობს, თუმ­ცა ყველ­გან არის, სა­დაც ცხოვ­რე­ბა ჩქეფს და ფუ­ფუ­ნე­ბაა. ის მე­გობ­რებს დაჰ­ყავთ სა­მოგ­ზა­უ­როდ და მის­თვის არც ძვირ­ფას სა­ჩუქ­რებს იშუ­რე­ბენ. ამ სა­ჯა­რო მხი­ა­რუ­ლი შო­უ­ე­ბის მიღ­მა, ზა­ლი­კო ბევრ რა­მეს მა­ლავს, მათ შო­რის ასაკ­საც, რო­მე­ლიც ვერც ერთ ტე­ლე­შო­უ­ში ვერ ათ­ქმე­ვი­ნეს. თუმ­ცა, საყ­ვა­რელ ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ზა­ლი­კომ ასა­კი გა­ამ­ხი­ლა და სხვა დე­ტა­ლებ­ზეც გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ყველ­გან თქვენს ქე­იფ­ზე, სმა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. მარ­თლა სე­რი­­ზუ­ლად დგას ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა?

- მაქვს დღე­ე­ბი, რო­დე­საც სა­ერ­თოდ არ მინ­და და­ლე­ვა. მა­შინ არც ტე­ლე­ფონს ვპა­სუ­ხობ, არც სახ­ლი­დან გავ­დი­ვარ. როცა ნას­ვა­მი ვარ, მა­შინ მიყ­ვარს ქუ­ჩა­ში სი­ა­რუ­ლი, გა­და­ცე­მებ­ში მის­ვლა და ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტი. კარ­გი სას­მე­ლის სულ მცი­რე დო­ზაა საკ­მა­რი­სი, რომ ხა­ლი­სი­ა­ნი ვიყო. ან თქვენ რად გინ­დათ უხა­სი­ა­თო და სტა­ტი­კუ­რი ზა­ლი­კო?!

ანუ სას­მე­ლის გა­რე­შე უხა­სი­­თოდ ხართ?

- ასე გა­მო­დის. როცა მქონ­და ჩემი გა­და­ცე­მა "ზა­ლი­კოს ღამე", იქ პრო­დი­უ­სე­რებ­მა და­ლე­ვა ამიკ­რძა­ლეს და უნდა გე­ნა­ხათ, რო­გო­რი სა­ხით ვხვდე­ბო­დი სტუმ­რებს. თუმ­ცა, გა­და­ღე­ბა რომ და­ი­წყე­ბო­და, ძა­ლებს ვიკ­რებ­დი და ისევ ისე­თი მხი­ა­რუ­ლი ზა­ლი­კო ვხდე­ბო­დი, რო­გო­რიც ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვარ. კარ­გი ხა­სი­ა­თის თა­მა­შიც შე­მიძ­ლია.

ასაკს რა­ტომ მა­ლავთ? ვერც ერთ ტოქ-შო­­ში ვერ გათ­ქმე­ვი­ნეს, რამ­დე­ნი წლის ხართ.

- რა ვიცი, მინ­და, რომ უფრო ახალ­გაზ­რდა ვე­გო­ნო ყვე­ლას, მაგ­რამ ამ ბოლო დროს ისე­თი იდუ­მა­ლე­ბა შევ­ძი­ნე ჩემს ასაკს, მგო­ნი, ხალ­ხს იმა­ზე ასა­კო­ვა­ნი ვგო­ნი­ვარ, ვიდ­რე ვარ.

... "სარ­კის" და ავთო ჩი­ტი­ძის მი­მართ ჩემი პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ვა­ღი­ა­რებ ხმა­მაღ­ლა, რომ 44 წლის ვარ! იმ­დე­ნად სულ სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ებს ვამ­ბობ ხოლ­მე, ხან 32 წელს, ხან - 42-ს, რომ წელს, როცა 44 წლის გავ­ხდი, მე­გო­ნა 42 წლის ვხდე­ბო­დი.

ბოლო დროს ხში­რად აღ­ნიშ­ნავთ, რომ დროა, შვილ­ზე იფიქ­როთ და ამ­ბო­ბენ, სუ­რო­გატ დე­და­საც ეძებთ შვი­ლის გა­სა­ჩე­ნად...

- სულ ვფიქ­რობ, რომ სუ­რო­გატ­მა გა­მი­ჩი­ნოს გოგო, რო­მელ­საც დე­და­ჩე­მის სა­ხელს, ბე­ლას და­ვარ­ქმევ. მინ­და, შვი­ლი 50 წლამ­დე მო­ვას­წრო, თუმ­ცა ხან­და­ხან ფიქ­რე­ბი შე­მი­პყრობს, რომ შვი­ლი რა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ ცხოვ­რე­ბა­ში. ზო­გი­ერთ მე­გო­ბარს რომ ვუ­ყუ­რებ, რომ­ლებ­მაც მთე­ლი თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა ჩა­დეს შვილ­ში და ვერ მი­ი­ღეს შე­დე­გი… ხან­და­ხან შვი­ლის ყო­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მა­ში­ნებს და ვარ ამ ორ­ჭო­ფო­ბა­ში.

ჩემი შვი­ლის სა­კი­თხი ბე­ლას უფრო ადარ­დებს. ორ რა­მე­ზე ნერ­ვი­უ­ლობს ყვე­ლა­ზე მე­ტად, რომ ვსვამ და შვი­ლი არ მყავს, ამი­ტომ ვფიქ­რობ, სუ­რო­გატს გა­ვა­ჩე­ნი­ნო შვი­ლი, რომ ბე­ლამ და­ის­ვე­ნოს. რო­გორც კი სუ­რო­გა­ცი­ა­ზე და­ვი­წყე ლა­პა­რა­კი, იმ­დენ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, მე გა­გი­ჩე­ნო, მაგ­რამ შემ­დეგ ისიც მი­ა­ყო­ლეს, ბა­რემ ხე­ლიც მო­ვა­წე­რო­თო, შემ­დეგ - შენს სახ­ლშიც გად­მო­ვალ­თო, რომ ეს ამ­ბა­ვი უკვე აღარ მომ­წონს...