თამო ვაშალომიძემ უკანალი გაიდიდა და ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს

თამო ვაშალომიძემ უკანალი გაიდიდა და ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს

ცნობილი ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე საზოგადოებას ყოველთვის აოცებს თამამი ნაბიჯებით და მის მიერ გადადგმულ არცერთ ნაბიჯს არ მალავს.

თამო მუდმივად შესაშურ ფორმაში გამოიყურება, რასაც ვარჯიშის და სწორი კვების წყალობით მიაღწია, მაგრამ როგორც ჩანს, მიღწეულით კმაყოფილი არ იყო და პლასტიკურ ქირურგიას მიმართა.

თამომ პლასტიკურ ქირურგიას პირველად რამდენიმე თვის წინ მიმართა, როცა ე.წ. აპტოს ძაფები გაიკეთა და ცხვირის მცირე კორექცია ჩაიტარა, თუმცა ამჯერად მან უფრო თამამი გადაწყვეტილება მიიღო.

მოდელმა გადაწყვიტა უკანალი გაიდიდოს. მან საკუთარი უკანალი წლების წინ, უკრაინაში დააზღვია კიდეც, მაგრამ ახლა გადაწყვიტა ფორმები რადიკალურად შეიცვალოს.

როგორც თამომ განაცხადა, ქალიშვილის პატარა სოფიას დაბადების შემდეგ, წონაში ძალიან დაიკლო, რის გამოც დუნდულები და უკანალი დაუპატარავდა. ლიპოსაქციის მეშვეობით კი, პლასტიკურმა ქირურგმა კონსტანტინე სულაბერიძემ მას დაკარგული ფორმები დაუბრუნა.