ახალი პარლამენტი(VIDEO)

ახალი პარლამენტი(VIDEO)

ახალი მთავრობის დამტკიცება ახალი მოწვევის პარლამენტს ახალ შენობაში მოუწევს.
ეს მოხდება იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის შენობა უსაფრთხო არ არის.
დეპუტატების ნაწილი ქუთაისში ჩაფხუტებითა და საწვიმარებით აპირებენ წასვლას.
შენობაში რომ წვიმა ჩადის ეს მე-9 არხის კამერამაც დააფიქსირა.
პარლამენტის აპარატში ამბობენ, რომ მშენებლები ათ დღეში დაასრულებენ სამუშაოებს, თუმცა არის ეჭვი რომ პროცესს მინიმუმ 2 თვე მაინც დასჭირდება. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არც კარი აქვს, არც ავტოსადგომი, არც ლიფტი და არც ავეჯია შეტანილი.
20 ოქტომბრამდე კი 10 დღე დარჩა.