დღეს, ხელვაჩაურში “ACPI - პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში" პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროგრამას ახორციელებს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, PH International-ის ფილიალი საქართველოში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოლიციელები, პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ყველა მონაწილის ჩართულობით და PH International-ის წარმომადგენლების ფასილიტაციით, მომხდარიყო ისეთი მუნიციპალური პროექტის დაწერა, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობდა ახალგაზრდების კეთილდღეობას და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. ნაყოფიერი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა იდეა და ადგილზევე, ერთობლივად დაიწერა პროექტი თემაზე "ოჯახში ძლადობა და ადრეული ქორწინება". პროექტი მოიცავს ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების გამართვას 4 საჯარო სკოლაში და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში პროფესიული კოლეჯებისა და დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმება შეხვედრა პროფესიული ორიენტაციის თემაზე. პარალელურად გაიმართება სლოგანების, ფოტო/ნახატების კონკურსი ოჯახური ძალადობის თმაზე. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში ჩართული ყველა მხარე. პროგრამის მიზანია არასრულწლოვნებს შორის დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მიდგომის ინიცირება, რაც პოლიციისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.