რა უცნაურია! რას ეძახის ირინა შეიკი უფროს დას

რა უცნაურია! რას ეძახის ირინა შეიკი უფროს დას

ირინა შეიკის და დღეს იუბილარია. ტატიანა 35 წლის იუბილეს აღნიშნავს.

შეიკმა ინსტაგრამზე დასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაბადების დღე ჯერ ინგლისურ ენაზე, ხოლო შემდეგ რუსულად მიულოცა.

"გილოცავ, ჩემო უფროსო დაო, დაბადების დღეს", - დაწერა ირინა შეიკმა ინგლისურ ენაზე, თუმცა, მილოცვა ამით არ დაუსრულებია.

"დაბადების დღეს გილოცავ, ვირთხა", - დაამატა მან რუსულად.

დამეთანხმებით, უცნაური მეტსახელია და დები ასე ერთმანეთს იშვიათად მიმართავენ.

ირინა შეიკის დის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიმდევრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ ტატიანას სილამაზის გამო.

შეგახსენებთ, დებს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. 2014 წელს, როდესაც ირინა კარიერის ასაწყობად ამერიკაში წავიდა, ტატიანა ჩელიაბინსკში დარჩა და ოჯახს ის პატრონობდა.