რამაზ ნიკოლაიშვილს ტელეკომპანია „გურიის" მფლობელები ზეწოლაში და უკანონოდ სხვისი ქონების მითვისებაში ამხელენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება, აღნიშნული ტელეკომპანიის ახალმა დირექტორმა ზურაბ გობრონიძემ გააკეთა. გობრონიძის თქმით, გასული წლის ნოემბერში ტელეკომპანიის მფლობელებს ზაზა სიორიძეს და ვანო ჩხარტიშვილს, მაშინდელმა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა წილის დათმობა სთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი მფლობელებს ტელევიზია უკანონოდ ჩამოართვა. ტელეკომპანიის 100% წილის მფლობელებმა საკუთრება გუშინ დაიბრუნეს