ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ტეკილას მიღება დიაბეტიანი ადამიანებისთვის სასარგებლოა და კალორიების დაწვას უწყობს ხელს

ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ტეკილას მიღება დიაბეტიანი ადამიანებისთვის სასარგებლოა და კალორიების დაწვას უწყობს ხელს

ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ტეკილას დალევა კალორიების დაწვას უწყობს ხელს. კვლევის შესახებ ინფორმაციას "American Chemical Society"-ი აქვეყნებს. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ ტეკილას ზემოქმედებას სხვადასხვა ორგანიზმზე და დაასკვნეს, რომ მისი მოხმარების შემდეგ, სისხლში შაქრის შემცველობა მცირდება.

ამის მიზეზად ისინი მცენარე აგავას ბუნებირვ თვისებას ასახელებენ. ის ტეკილას დასამზადებლად ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს.

მეცნიერები კვლევას თავდაპირველად თაგვებზე ატარებდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი თაგვებს სტანდარტულად კვებავდნენ და დამატებით წყალში აგავას წვენს უმატებდნენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათ სისხლში  შაქრის გაცილებით ნაკლები შემცველობა ჰქონდათ, ვიდრე იმ თაგვებს, რომლებსაც ჩვეულებრივ წყალს ასმევდნენ.

ამასთანავე, იმ თაგვების ორგანიზმში, რომლებსაც წყალში აგავას წვენს უმატებდნენ, ჰორმონი GLP-1 წარმოიქმნებოდა, რომელიც ორგანიზმს საკვებით დანაყრების დროს უხანგრძლივებს და ინსულინს გამოიმუშავებს. სწორედ აქედან გაუჩნდათ მეცნიერებს იდეა, რომლის თანახმადაც ტეკილა დიაბეტიანი ადამიანებისთვის სასარგებლოა და წონაში კლებას უწყობს ხელს.