შოკი! ინტერნეტში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დამწვარი ნაწილები იყიდება

შოკი! ინტერნეტში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დამწვარი ნაწილები იყიდება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მთელი მსოფლიო გააერთიანა. ტაძარში დაცული სიწმინდეები გადარჩა, თუმცა, შენობის უდიდესი ნაწილი დაიწვა, რაც მალე აღდგება. ამის პირობა ფრანგ ხალხს ემანუელ მაკრონიმ მისცა.

ხანძრის შედეგად გადარჩა ტაძრის ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილი და მასში დაცული სიწმინდეები. მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

რამდენიმე დღის წინ, eBay-ზე გასაყიდად გამოიტანეს ტაძრის ნამწვავები, რომლის ფასიც საიტზე 20040 ლარს შეადგენდა.

ამ ფაქტმა მომხმარებლები აღაშფოთა და საიტის ადმინისტრაცია მკაცრად გააკრიტიკეს, რის შემდეგაც ნოტრ დამის ნამწვავები გასაყიდი პროდუქტების სიიდან ამოიღეს.