შეფასება ვაშინგტონში (video)

შეფასება ვაშინგტონში (video)

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, მაგრამ თვლის, რომ ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის არჩევნებზე ბევრად მეტია საჭირო. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, თომას მელიამ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში დისკუსიის დროს განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების შემდგომი ძალადობის საფრთხეს იგი "საკმაოდ რეალურად" მიიჩნევდა, მაგრამ დაპირისპირებული მხარეების მიდგომამ ამ საკითხისადმი მას ეს შიში გაუქარწყლა. იგი იმედოვნებს, რომ მსგავს მიდგომას უფრო ხშირად იხილავს პოსტ საბჭოთა სივრცეში. როგორც მელიამ აღნიშნა, მუდმივი რეფორმების პოლიტიკა ხელს შეუწყობს საქართველოს მეტი სარგებელი მიიღოს მოვლენათა ამ "იმედისმომცემი განვითარებიდან".