"ტომოგრაფია გავიკეთე და კიდევ ერთი კერა აღმოჩნდა" - უახლესი ცნობები ეკა კვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

მომღერალ ეკა კვალიაშვილის ცხოვრებაში რეაბილიტაციის პერიოდი დგას - ფიზიკური და სულიერი თვალსაზრისით. წარსულზე ნაკლებად ფიქრობს, მომავალს უფრო იმედიანად უყურებს. მისმა ავადმყოფობამ უკან დაიხია, თუმცა ისევ ინტენსიურად მკურნალობს.

ცოტა ხნის წინ, ეკას ერთადერთ ქალიშვილს ნუკა კვალიაშვილსაც დაენგრა ოჯახი. მისი და ნიკუშა კობახიძის ოჯახური ცხოვრება ყურადღებას ყოველთვის იქცევდა, რამდენიმე დაშორება-შერიგების შემდეგ მათი გზები საბოლოოდ გაიყო.

ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დედა ქალიშვილს გვერდით უდგას და გადაწყვეტილებაშიც სოლიდარობა გამოუცხადა.

ეკა, რა ეტაპი დგას ახლა თქვენს ცხოვრებაში?

- რეაბილიტაციის პერიოდი დგას. არ იფიქროთ, თითქოს წარსულიდან რამის გადმოტანა მინდა, პირიქით ახალი ეტაპი იწყება და მინდა, ცხოვრებიდან მხოლოდ კარგი და პოზიტიური მივიღო. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მომავალი უკეთესი იქნება. ვიდრე ჩემი წარსული იყო.

წარსულმა ბევრი იარა დაგიტოვათ?

- იარების გარეშე წარსული არ არსებობს. ალბათ ეს მაშინ მოხდება, როდესაც იასამნისფერი თაობა მოვა და შეცდომების გარეშე იცხოვრებენ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი იყო ტკივილი, შეცდომა, იარა, მაგრამ გულში არაფერი დამიტოვებია. წარსულთან მიჯაჭვული არ ვარ.

თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

- რეაგულარულად დავდივარ რეაბილიტაციის ცენტრში. დაავადება უკან იხევს. ჩემი დიაგნოზი - გაფანტული სკლეროზი - ის გაფანტული სკლეროზი არ არის, რომელიც უფრო გავრცელებულია. ჩემი დაავადება არის ტვინზე არსებული პატარა ანთებითი კერები, რომელიც ამა თუ იმ ორგანიზმს აზიანებს. ცოტა ხნის წინ ტომოგრაფია გავიკეთე და კიდევ ერთი კერა აღმოვაჩინეთ შუბლის არეში, რომელიც არაფერს ეხება და მას ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია. ექიმს ვეხუმრე კიდეც ეს მესამე თვალია-მეთქი.

ცოტა ხნის წინ ტომოგრაფია გავიკეთე და კიდევ ერთი კერა აღმოვაჩინეთ შუბლის არეში, რომელიც არაფერს ეხება და მას ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია. ექიმს ვეხუმრე კიდეც ეს მესამე თვალია-მეთქი.

- კი, საბოლოოდ დაშორდნენ. ასე ჯობდა იმ ყოფას, რასაც ბოლოს მათი ოჯახური ყოფა წარმოადგენდა. რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ, მაგრამ მათი ურთიერთობა უკვე დასანგრევად იყო განწირული. როცა მოვისმინე ნუკას პრობლემები, ვუთხარი წამოსულიყო სახლიდან. ნუკა ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერს მარტო „ქაჩავდა“. ძნელია იცხოვრო მამაკაცის გვერდით, რომელსაც ოჯახური საკითხები არ აინტერესებს.

არ გაუჭირდა ორ შვილთან ერთად მარტო დარჩენა?

- არა, მიჩვეული იყო ასეთ ცხოვრებას. ლუკა ისედაც სულ ჩემთან იყო, სანის ძიძა ჰყავდა. ნუკას უკვე ჰყავს გვერდით საყვარელი მამაკაცი და ვიცი, რომ ბედნიერია. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.