თავდასხმა ვლადიმერ ბედუკაძეზე. ციხის ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც 18 სექტემბერს პატიმართა წამების ამსახველი კადრები გაავრცელა, 9 ოქტომბერს თავს დაესხნენ. ბედუკაძის მტკიცებით, გუშინ დილის 11 საათზე ბრიუსელში მდებარე ერთ-ერთ მაკდონალდსთან მედია-კავშირ ობიექტივის ჟურნალისტი მერაბ ბლადაძე დახვდა. ვლადიმერ ბედუკაძეს თან დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი ვიქტორ ჭელიძეც ახლდა, რომელიც, დაზარალებულის თქმით, ბლადაძემ კასტეტით დააზიანა. გლდანის საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ბელგიელმა სამართალდამცავებმა მომხდარზე უკვე დაიწყეს გამოძიება. ინციდენტის შემდეგ ბედუკაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ბრიუსელში ოჯახის წევრთა უსაფრთხოდ ჩაყვანაში დახმარებას სთხოვს.