თინა კანდელაკი საქართველოში ჩამოვა

თინა კანდელაკი საქართველოში ჩამოვა

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ თინამ საკუთარ მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.

"მალე საქმის გამო საქართველოში გავფრინდები. ვწერ და თავად არ მჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს, ეს შესაძლებელია!" - დაწერა თინამ.

ტელეწამყვანმა ეს სტატუსი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზეც" განათავსა. პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებაში.

მალევე სტატუსზე ათასობით მოწონება და ასობით კომენტარი განთავსდა.

"ფეისბუქის" რუსმა მომხმარებლებმა თინას კეთილი მგზავრობა უსურვეს, ზოგმა კი ქართული სანელებლებისა და ღვინის ჩამოტანა სთხოვა.