თამაზაშვილი თავისუფალია

თამაზაშვილი თავისუფალია

თამაზ თამაზაშვილი თავისუფალია. ნახევარი საათის წინ პატიმარი ციხიდან გამოშვეს. ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს გლდანის საპყრობილესთან ოჯახის წევრები და ადვოკატი დახვდნენ. მსჯავრდებულს 3 წლითა და 6 თვით ჰქონდა თავისუფებლების აღკვეთა მისჯილი, თუმცა გუშინ პროურორსა და პატიმარს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, შედეგად კი პატიმრობის ვადა ერთ წლამდე შემცირდა. კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელის იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს, ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს.