ტინა კუნაკი და ვენსან კასელი პირველი შვილის მშობლები გახდნენ!

ტინა კუნაკი და ვენსან კასელი პირველი შვილის მშობლები გახდნენ!

რამდენიმე საათის წინ ვენსან კასელმა ინსტაგრამის მეშვეობით საზოგადოებას მამად გახდომის კიდევ ერთი ბედნიერება გაუზიარა. როგორც ჩანს, წყვილს გუშინ პატარა შეეძინა და გულშემატკივარებს ერთი სული აქვთ, თუ როდის შეძლებენ მის ნახვას.

იქამდე კი, უკვე ცნობილია, რომ 52 წლის მსახიობსა და 22 წლის მოდელს ქალიშვილი ეყოლათ.

ცოლ-ქმარმა მისთვის უცნაური სახელი - "ამაზონი" შეარჩიეს, რას სავარაუდოდ ბრაზილიის საპატივცემულოდ გადაწყვიტეს. წყვილი წლის დიდი ნაწილს სწორედ ბრაზილიაში ატარებს.

ვენსანმა უჩვეულო პოსტით გვამცნო სიახლის შესახებ და ამაზონის ტყეების ფოტო გაგვიზიარა, წარწერით "ამაზონი დაიბადა", წყვილმა უკვე მიიღო ათასობით მილოცვა გამომწერებისგან.

შეგახსენებთ, რომ მოდელის ორსულობა მხოლოდ იანვრის თვეში გამჟღავნდა, როცა წყვილმა საერთო ფოტოებით გადაწყვიტა სიხარულის გაზიარება.