ჭარხლისა და გრეიპფრუტის საოცრად გემრიელი და სასარგებლო სალათა

ჭარხლისა და გრეიპფრუტის საოცრად გემრიელი და სასარგებლო სალათა

მომზადების დრო: 15 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

ბულგური ან ბრინჯი - 125 გ

ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ

გრეიპფრუტი - 1 დიდი

მოხარშული ჭარხალი - საშუალო ზომის, 2-3 ცალი

სალათის ფოთლები - 1 პატარა კონა

1/2 ლიმონის წვენი

ვაშლის ძმარი ან ბალზამიკო - 1/2 ს/კ

მარილი

მომზადების წესები

გაფცქვენით გრეიპფრუტი, დაანაწევრეთ ლებნებად, თითოეული ლებანი გაჭერით ორად.

გრეიპფრუტის დაჭრისას გაშვებული წვენი არ გადაღვაროთ.

გახურებულ ტაფაზე დაასხიეთ 1/2 ზეითუნის ზეთი, დაყარეთ ბულგური ან ბრინჯი და ოდნავ მოხალეთ.

დაუმატეთ 1 ს/კ ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი, დაასხით 200 მლ წყალი და ძლიერ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ 10-15 წუთი სრულ მომზადებამდე. ოდნავ გააგრილეთ.

გაფცქვენით მოხარშული ჭარხალი და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.

მოამზადეთ მოსასხმელი: ცალკე პატარა ქვაბში ერთმანეთში აურიეთ ზეითუნის ზეთი, გრეიპფრუტის წვენი, ვაშლის ძმარი (ან ბალზამიკო), ლიმონის წვენი, მარილი.

ჯამში აურიეთ მოხარშული ბულგური, ჭარხალი, გრეიპფრუტი, მოასხით სოუსი, გასინჯეთ და დაუმატეთ, თუკი რამე აკლია, მაგალითად, მარილი და ლიმონის წვენი.

თეფშზე გააფორმეთ სალათის ფურცლებით.