რას არ გააკეთებთ არასდროს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

რას არ გააკეთებთ არასდროს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

ვერძი - თქვენ უშიშარი ლიდერი ხართ და ყოველთვის აკეთებთ იმას, რაც გსურთ. ერთი რამ რასაც არასოდეს გააკეთებთ არის ის, რომ არასოდეს ითხოვთ ნებართვას, არ გჭირდებათ არავის თანხმობა, არ გაინტერესებთ სხვების აზრი.

კურო - არასოდეს შეიცვლით შეხედულებას. შესაძლოა იცით, რომ ცდებით, ხვდებით ამას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლით მოსაზრებას და არ გადაუხვევთ გზას.

ტყუპები - არავითარ შემთხვევაში არ გაიკარებთ ნეგატიურ ფიქრებს. ამბობთ, რომ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და არ აპირებთ უარყოფითი ენერგეტიკით დამუხტვას. არ გჩვევიათ კრიტიკული შენიშვნები.

კირჩხიბი - არასოდეს არ უგულებელყოფთ ადამიანის თხოვნას. როცა მეგობარს დახმარება სჭირდება, ყველაფერზე ხართ წამსვლელი. მზად ხართ სხვის გამო საკუთარ საჭიროებებზე უარი თქვათ. გამოირჩევით მზრუნველი და მოსიყვარულე ხასიათით.

ლომი - არავითარ შემთხვევაში არ იქნებით მეორე. ყველაფერს გააკეთებთ, რომ ყველა საქმეში იყოთ პირველი და საუკეთესო.

ქალწული - თქვენ არასოდეს მოაწყობთ შოუს, დრამას, არ გიყვართ ადამიანებით მანიპულირება. თქვენ უბრალოდ ცდილობთ სრულყოფილად გააკეთოთ თქვენი საქმე.

სასწორი - არასოდეს დანებდებით. მაშინაც კი, როცა ყველაფერი საშინლადაა, როცა ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გაქვთ, იმედით და ოპტიმიზმით ხართ სავსე და ყველაფერს გააკეთებთ ცხოვრების მოსაწესრიგებლად, პრობლემების დასაძლევად. დანებება არ გჩვევიათ.

მორიელი - არასოდეს არ მოითმენთ უპატივცემულობას. თუ ხედავთ, რომ უპატივცემულოდ გექცევიან, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ შური იძიოთ და სამაგიერო გადაუხადოთ.

მშვილდოსანი - ერთი რამ რასაც არასოდეს გააკეთებთ და ვერ გააკეთებთ არის ის, რომ არ შეგიძლიათ გაჩუმება. ყოველთვის ღიად და თამამად გამოხატავთ თქვენს აზრს. არ გადარდებთ გეთანხმებიან თუ არა.

თხის რქა - არასოდეს მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რაიმეში წარუმატებელი იყოთ. ყველაფერს გააკეთებთ წარმატებისთვის. სწორედ ამიტომ არის, რომ თხის რქების უმეტესობა წარმატებული ადამიანია.

მერწყული - თქვენ არასოდეს დატოვებთ საქმეს შეუსრულებელს. გიყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა. ცდილობთ, რომ საქმე საუკეთესოდ შეასრულოთ.

თევზები - ერთი რამ რასაც არასოდეს გააკეთებთ არის ის, რომ არასოდეს მისცემთ სხვების ნეგატიურ ემოციებს უფლებას განწყობა გაგიფუჭონ და ცუდ ხასიათზე დაგაყენონ.