ვისთან ერთად აღნიშნა 70 წლის იუბილე ცნობილმა პრიმადონამ

ვისთან ერთად აღნიშნა 70 წლის იუბილე ცნობილმა პრიმადონამ

რუსული ესტრადის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას 70 წლის იუბილე აქტუალურობას მთელი კვირის მანძილზე არ კარგავს. პრესაში ახალ-ახალი ინფორმაცია მუდმივად იდება და დაბადების დღეს მეგობრებიც ულოცავენ.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ის პირველად გუშინ სცენაზეც გამოჩნდა. მან კრემლში კონცერტი ჩაატარა.

მომღერლის მხარდასაჭერად მღეროდნენ მისი მეგობრებიც, რომლებმაც დაბადების დღე პირადად მიულოცეს.

როდესაც პრიმადონა სიმღერას "Женщина, которая поет" მღეროდა, სცენაზე გამოჩნდა მაქსიმ გალკინი ტყუპებთან ერთად და ალა პუგაჩოვას უფროსი ქალიშვილი ქრისტინა ორბაკაიტე შვილებთან ერთად.

პუგაჩოვამ თავისი ჰიტები შეასრულა და ბუნებრივია, მასთან ერთად სხვა მომღერლებმაც იმღერეს.

"ბრავო, ალა, დაღლილი ხარ, მაგრამ ბედნიერი. მადლობა ამ დაუვიწყარი საღამოსთვის, რომელსაც 10 წელი ველოდებოდით. მადლობა, რომ ხარ და ხარ ჩვენთან", - დაწერა სოციალურ ქსელში ფილიპ კირკოროვმა.