ნუ შეგშურდებათ - კესარია აბრამიძეს უცნობი თაყვანისმცემელი დაუვიწყარ სიურპრიზებს უწყობს

ნუ შეგშურდებათ - კესარია აბრამიძეს უცნობი თაყვანისმცემელი დაუვიწყარ სიურპრიზებს უწყობს

ცნობილი მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე ბოლო დროს პრესას და ტელევიზიას აღარ წყალობს.

დიდი ხანია მან ტაიმ-აუტი მიიღო და მის ცხოვრებაში განვითარებულ სიახლეებს მხოლოდ კულუარებში თუ მოვკრავთ ყურს ან სოციალურ ქსელში ვნახავთ.

ჩვენ მის ინსტაგრამს გადავავლეთ თვალი. აღმოჩნდა, რომ მოდელი თავს შესანიშნავად გრძნობს და თაყვანისმცემლები ხშირად ანებივრებენ საჩუქრებით.

როგორც ჩანს მოდელი საზღვარგარეთაც იმყოფებოდა, სადაც იახტაზე იღებდა რუჯს და საუზმეს შუა ზღვაში მიირთმევდა.

ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ვარდების თაიგულმა მიიპყრო, რომელსაც, როგორც ჩანს, კესარიას უცნობი თაყვანისმცემელი ხშირად უგზავნის.