მეგან მარკლის კაპრიზებს კიდევ ერთმა მსახურმა ვერ გაუძლო! სამეფო ოჯახი ვაკანსიას აცხადებს

მეგან მარკლის კაპრიზებს კიდევ ერთმა მსახურმა ვერ გაუძლო! სამეფო ოჯახი ვაკანსიას აცხადებს

ქსელში დიდი ხანია საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ჰერცოგინია მეგან მარკლს რთული ხასიათი აქვს, რის გამოც სამეფო ოჯახთან თანამშრომლობაზე უამრავმა მოსამსახურემ უარი თქვა.

მართალია, ამ ამბის დაჯერება ბევრს არ უნდა, მაგრამ ფაქტები ჯიუტად მეტყველებს იმაზე, რომ მეგან მარკლს საშინლად პრეტენზიული ხასიათი აქვს.

"Radar Online"-ის ცნობით, სამეფო ოჯახი კიდევ ერთმა მსახურმა დატოვა, მეგან მარკლისთან მუშაობაზე უარი ამჯერად პირადმა მფრინავმა თქვა.

როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მეგან მარკლი მფრინავს ისეთ მოთხოვნებს უყენებდა, რაც მის მოვალეობაში არ შედიოდა.

სამეფო ოჯახი უკვე ეძებს მის შემცვლელს, რომელსაც Sikorsky შ76 -ის მართვა უნდა შეეძლოს. შერჩეულ კანდიდატს ხელფასის სახით 105 ათასი დოლარი დაენიშნება.