შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან(VIDEO)

შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან(VIDEO)

„ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ჩვენი კულტურა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს შეხვედრა იყო გაგრძელება იმ ჯანსაღი პოლიტიკისა, რომელიც მან და მისმა გუნდმა შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში. "ის, რომ მე და ჩემმა გუნდმა შევქმენით პრეცენდენტი დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის, ისტორიაში ღირსეულად მოიხსენიება. ისიც, რომ მოვახერხეთ და მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირს ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად ვპასუხობდით,"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.