კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი სავარაუდოდ გაუქმდება -ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების ოფისში გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილება ცოტა ხანში გახდება ცნობილი. მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნებსი ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს. რაზე თანხმდებიან მმართველ გუნდში, ამას თორნიკე კვერენჩხილაძისგან შევიტყობთ.