თამაზ თამაზაშვილი ხვალ სახლში დაბრუნდება(VIDEO)

თამაზ თამაზაშვილი ხვალ სახლში დაბრუნდება(VIDEO)

თამაზ თამაზაშვილი ხვალ სახლში დაბრუნდება. ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი 10 ოქტომბერს ციხეს დატოვებს. პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმება დაიდო და ის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ უკვე დაამტკიცამ. შეთანხმების მიხედვით, თამაზაშვის სასჯელის ვადად 1 წელი განუსაზღვრეს, ერთწლიანი პატიმრობა კი ზეგ იწურება. თუმცა პატრიარქის კურთხევით, მსჯავრდებულს საკნიდან ერთი დღით ადრე გაუშვებენ. კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი შარშან, ივანიშვილის განცხადების გაკეთებიდან 6 დღეში დააკავეს, ბრალდებად კი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარება წაუყენეს და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გასაჩივრების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ განაჩენი მაინც უცვლელად დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატია, სიმამრს პრეზიდენტის პირად პატიმარს უწოდებდა. თამაზაშვილი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.