ქართველი მსახიობი The New Pope-ში ჯუდ ლოუსა და ჯონ მალკოვიჩთან ერთად ითამაშებს

ქართველი მსახიობი The New Pope-ში ჯუდ ლოუსა და ჯონ მალკოვიჩთან ერთად ითამაშებს

ჯუდ ლოუ და ჯონ მალკოვიჩი HBO-ს სერიალში The New Pope ერთად თამაშობენ.

სერიალის რეჟისორი პაოლო სორენტინოა და ეს შოუ ერთგვარად მის წინა სერიალის - ახალგაზრდა პაპის გაგრძელებაა, რომელსაც HBO და Sky იღებდნენ.

ამ ეტაპზე სერიალის დეტალები უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციის მას გარკვეული კვეთა ექნება ახალგაზრდა პაპთან.

თუმცა, კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ქართველ მაყურებელს ძალიან გაახარებს არის ის, რომ შოუში ქართველი მსახიობი და ყოფილი ფეხბურთელი ზურა მჭედლიძე გამოჩნდება.

ზურა მჭედლიძე სერიალში მალკოვიჩის პერსონაჟის, ახალი პაპის დაცვის როლში მოგვევლინება.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა და ახალი პაპები სხვადასხვა სერიალებად მოიაზრება, ჯუდ ლოუ შოუში კვლავ ლენი ბელარდოს, იგივე პაპ პიუს მეცამეტეს როლს შეასრულებს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ შოუში ვიხილავთ შერონ სტოუნსაც.