ალეგრი: „ვრჩები“

ალეგრი: „ვრჩები“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასაუხო მეოთხედფინალურ მატჩში დამარცხების (1:2) შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამსტერდამელები დამსახურებულად გავიდნენ ნახევარფინალში, თავად კი თანამდებობიდან წასვლას ჯერ არ აპირებს.

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, თუმცა ცოტა ქაოსურად ვმოქმედებდით. ფეხბურთი შეუცნობადი სპორტია. შესვენების შემდეგ, უნდა მოგვემატებინა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. „აიაქსმა“ გვაჯობა და დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში.

რონალდუ ცდილობდა გუნდს დახმარებოდა და სასარგებლოდ ირჯებოდა. მაგრამ ოთხი თუ ხუთი ფეხბურთელი გვაკლდა და ერთიანობა დავკარგეთ, რამაც მეტოქეს უპირატესობა მიანიჭა.

ჩემი მომავალი კლუბში? „იუვენტუსის“ პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ვრჩები. მოგვიანებით დავსხდებით და მოვილაპარაკებთ კლუბის მომავლის შესახებ.“ - უთხრა ალეგრიმ Sky Sport Italia-ს.