ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, რონალდუ პირველად არ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, რონალდუ პირველად არ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში

ტურინის „იუვენტუსმა,“ რომლის რიგებშიც თამაშობს კრიშტიანუ რონალდუ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „აიაქსთან“ 1:2 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ამისდაკვალად, პორტუგალიელი ვარსკვლავი მთავარი საკლუბო ევროტურნირის ნახევარფინალში 2009/10 წლების სეზონის შემდეგ პირველად არ ითამაშებს. მაშინ რონალდუსთან ერთად მადრიდის „რეალი“ მერვედფინალში ფრანგულ „ლიონთან“ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულია. ერთხელ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად (2008) და ოთხჯერ „რეალთან“ ერთად (2014, 2016, 2017, 2018).